M2 -ში აცხადებენ, რომ თუკი "ცენტრ პოინტი" წინასწარი ხელშეკრულების პირობებს 5 ოქტომბრამდე არ შეასრულებს, მაშინ ეს ხელშეკრულება გაუქმდება და გარიგებაც ვერ შედგება. M2-ის ინფორმაციით, "ცენტრ პოინტმა" უნდა გააფორმოს ახალი ხელშეკრულებები მოსახლეობასთან, გამიჯნოს მიწები და თავისუფალი აქტივები გადასცეს m2-ს.
"წინასწარი ხელშეკრულება აპრილში გაფორმდა და ის 6 თვიანია, შესაბამისად ვადა ოქტომბერში გადის. თუ ეს პირობები შესრულდა, ამ შემთხვევაში M2-ი დაიწყებს მშენებლობებს და ვალდებულებალებას აიღებს, რომ 3 წლის განმავლობაში დაასრულოს.
"ცენტს პოინტი“ ფაქტობრივად ქირაობს M2-ს მხოლოდ შემსრულებლის რანგში, თუმცა ფულის ნაცვლად მისცემს აქტივებს. ჩვენს კომპანიას მოქალაქეებთან ურთიერთობა არ ექნება"-განუცხადეს M2-ში bm.ge-ს.
რამდენად ასრულებს "ცენტრ პოინტი" წინასწარი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ამის გადამოწმება m2-ში ოქტომბერში მოახდეს.

























