m2 წავკისში საცხოვრებელი უბნის მშენებლობას იწყებს.
უბანი 82 ნაკვეთზე განთავსებული 82 საცხოვრებელი სახლისგან იქნება დაკომპლექტებული. თითოეული კერძო მიწის ნაკვეთის ფართი 328 კვ.მ -დან - 502 კვ.მ.-მდეა, ხოლო მასზე განთავსებული სახლის საერთო ფართი 220კვ.მ-დან- 380 კვ.მ-მდე მერყეობს.
სახლის შეძენა მსურველებს დასრულებული სახით – რემონტით, სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით შეეძლებათ. ახალი საცხოვრებელი უბანი თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალ მანძილზე განთავსდება.
„დიდი ხანია ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ყველას უნდა ქალაქთან ახლოს კერძო სახლი საკუთარი ეზოთი და განსხვავებული ცხოვრების სტილით. აქამდე ჩვენ კომუნიკაციას ვახდენდით ბინა - დასრულებული რემონტით დასრულებულ კორპუსში, ახლა ახალი მიმართულება გვაქვს - დასრულებული სახლი, დასრულებულ უბანში.
უბანი 82 დამოუკიდებელი ნაკვეთისგან შედგება, სადაც აშენდება დამოუკიდებელი სახლები, ექნება საკუთარი ეზო და ჩაბარდება დასრულებული რემონტით. უბანი რა თქმა უნდა, იქნება თანამედროვე ტრენდებით შესრულებული. განსხვავებულია არქიტექტურული მიმართულებიც.
მნიშვნელოვანია საერთო მოხმარების სივრცეც, რომელსაც ექნება საცურაო აუზი, საბავშვო ოთახი, ვიტამინ ბარი, და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ გაცილებით ნაკლები დაუჯდებათ მაცხოვრებლებს ამ სერვისების მიღება. რაც შეეხება საცხოვრებელ ფართს, ეს ორ ნაწილად იყოფა. ერთი სასარგებლო საცხოვრებელი ფართი, სადაც შედის საძინებლები, სამზარეულო, მისაღები და ა.შ. და მეორე არის ჰობის სივრცე, ნახევრად მიწაში განთავსებული ფართი ფანჯრებით და განათებით, სადაც შეიძლება გაკეთდეს საბილიარდო, მარანი და ა.შ. ანუ სასარგებლო საცხოვრებელი ფართი ყველაზე პატარა სახლში არის 125 კვ.მ და ჯამში 200-დან იწყება მთლანად თუ დავთვლით“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში m 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით შორენა დარჩიაშვილმა.
ამ ეტაპზე გაყიდვაში 40 სახლია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ერთ თვეში დამატებით კიდევ 40 ნაკვეთის გაყიდვა იგეგმება, სადაც მცირე სახლების დაკომპლექტება იგეგმება.
სახლების ჩაბარება 2021 წლის ზაფხულში დაიწყება, უბანის მშენებლობა კი, 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.

























