მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მ²-ზე ფასი $750-850-ია“ - რატომ აშენებს „რაჭა დეველოპმენტი“კორპუსს ამბროლაურში?

კორპუსი ამბროლაურში

კომპანია „რაჭა დეველოპმენტი“ ამბროლაურში პირველ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. როგორც კომპანიის პროექტების მენეჯერმა ქეთი შიშინაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, პროექტი 7-სართულიანია და ის 2026 წლის დეკემბერში დასრულდება. მ²-ის ფასი კი 750-დან 850 დოლარის ფარგლებშია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბინების ნახევარი უკვე გაყიდულია, მსურველებს კი სრულად ადგილობრივები წარმოადგენენ.

„მშენებლობის დაწყებამდე ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო. ამ ინტერესის გამო გადავწყვიტეთ პრემიუმ კლასის უსაფრთხო საცხოვრებლის შექმნა, რომელიც მდებარეობს გურგენიძის ქუჩაზე. მისი მშენებლობა დასრულდება 2026 წლის დეკემბერში.

პროექტი სულ 7-სართულიანია და 70 ბინას აერთიანებს, აქედან ნახევარზე მეტი რეალიზებულია. გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონი საკმაოდ რთულია, სეისმურადაც აქტიურია, დიდი რესურსი დასჭირდება მშენებლობას, როგორც საძირკველს, ისე მთლიანად კარკასს და ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ფასი 750-დან 850 დოლარმადე განისაზღვრება“, - განაცხადეს კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები