ქართული ბრენდი Mach & Mach, რომელის გაყიდვები თითქმის სრულად ევროპასა და ამერიკაზე მოდის და რომლითაც არა ერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი იმოსება, წერს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, MACH & MACH-მა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს E-commerce გაშვება.
"საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, MACH & MACH-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეაჩეროს E-commerce გაშვება, რომელიც 4 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი. არ შეგვიძლია ვიზეიმოთ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო მოვლენა, როდესაც ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია.
საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი!", - წერს კომპანია.
Mach & Mach დებმა ნინა და გვანცა მაჭარაშვილებმა 2012 წელს შექმნეს. ბრენდი დაფუძნებულია თბილისში.