საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის შეფასებით, სადაზღვევო ინდუსტრიაში საკმადო კონკურენტული გარემოა.
ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც 12 სადაზღვეო კომპანიის მთავრობისადმი ღია მიმართვას შეეხებოდა, სადაც კერძო სექტორი ხელისუფლებას „საბანკო ექსპანსიის შეჩერებას“ სთხოვს.
რამდენიმე დღის წინ კი, ეკონომიკის მინისტრმა გორგი ქობულიამ ასევე bm.ge-თან თქვა, რომ ბანკების მიერ სადაზღვევოების ფლობის საკითხს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები შეისწავლიან;
თუმცა დღეს ფინანსთა მინისტრმა ამ მიმართულებით, რაიმე კონკრეტული კონსულტაციის არსებობა არ დაადასტურა.
„მე ვიცი, რაზეც არის საუბარი. ამ ეტაპზე არანაირი კონკრეტული კონსულტაცია არ მიმდინარეობს. ვფიქრობ, სამაოდ კონკურენტული გარემოა შექმნილი სადაზღვევო სისტემაში და ამ ეტაპზე ვერ ვხედავ სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას, თუმცა ჩვენ, როგორც სამინისტრო, ასევე სხვა უწყებები ღია ვართ, როდესაც რაიმე პრეტენზიაა რომელიმე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან; ღია ვართ დისკუსიებისთვის, კონსულტაციებისთვის და თუ რაიმე არგუმენტები იქნება დამაჯერებელი, მზად ვართ, ასევე გადავხედო პოლიტიკას, თუმცა ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ ამის საჭიროებას“, - განაცხადა მინისტრმა.

























