მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაჭავარიანი "გახარიას წერილზე": წერილი რა არის, კაცი-შვილმა ვერ გაიგო

5c80f24004724
სალომე მეცხვარიშვილი
07.03.19 14:30
1117
"წერილი რა არის, კაცი-შვილმა ვერ გაიგო"- ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. ასე აფასებს ის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ე.წ. მუქარის წერილს, რომელზეც მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შს მინისტრსგან გიორგი გახარიასგან მიიღო.

“დღეს წერილზე მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე საკუთრივ ტრანზაქციაზე. ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ტრანზაქცია მომხდარია, შესრულებულია, დადასტურებულია, საკმაოდ დიდია და რასაკვირველია სჭირდება გამოძიებაც და შეფასებაც.

წერილი რა არის, კაცი-შვილმა ვერ გაიგო… თუ იქნება ხელმოსაჭიდი უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, თუ ვერ მოჭიდა ხელი ვერაფერს, ვერ გამოიძიებს. თუ წერილის შინაარს გაეცნობით, ეს არის გროტესკული”,- აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები