მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის ათვისებაზე: ოპტიმიზმის ყველანაირი მონაცემია

5c1122d4ee695
დათო ჯალაღონია
12.12.18 19:00
814
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი პარლამენტში, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

კანონმდებლების კითხვების ერთი ნაწილი მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხების აუთვისებლობის მიზეზებს შეეხება.

ვანო მაჭავარიანმა ჩამორჩენის მიზეზებს შორის რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურებში არსებული სირთულეები დაასახელა.

„ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი ქვაკუთხედი რიკოთის უღელტეხილის პროექტია, რომელიც 52-კილომეტრიანია, თუმცა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი და საკმაოდ რთული რელიეფი და სატენდერო პირობებია. ამ აუთვისებლობის ლომის წილი, რომელსაც ბოლო პერიოდია ახსენებენ, ზუსტად რიკოთის უღლეტეხილის პროექტზე მოდის. ამ ეტაპზე ორი მონაკვეთი დაკონტრაქტებულია და თანხების გადარიცხვა მოხდება, სამუშაოები კი მომავალი წლიდან დაიწყება. მესამე მონაკვეთი იანვარ-თებერვალში დაკონტრაქტდება. შესაბამისად, 2019 წლის პირველ ნახევარში ჩვენ ვნახავთ სრულად, რომ ეს მონაკვეთები დაიწყება. მეოთხე მონაკვეთს რაც შეეხება, ეს იაპონური კრედიტით უნდა განხორციელდეს, სადაც ცოტა პრობლემები გვაქვს ტენდერთან დაკავშირებით, მაგრამ გვჯერა, რომ 2019 წლის პირველ ნახევრამდე იქაც გამოვლინდება გამარჯვებული და დავაკონტრაქტებთ, მაგრამ სამი მონაკვეთი საკმაოდ აგრესიულად დაიწყება მომავალ წელს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, თავისი სირთულითა და მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტია ასევე, ქვეშეთი-კობის მონაკვეთი.

„აქ 10-კილომეტრიან გვირაბზე გვაქვს საუბარი, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბების პროექტია. მანდ სამწუხაროდ, ტენდერი ჩაიშალა, მაგრამ იგეგმება, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში მანდაც მოხდეს გაწერა და კონტრაქტორის გამოვლენა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას იმისთვის, რომ 2019 წელსაც არ ჩამორჩეს გეგმას ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეს საკითხი უწყებასთან უკვე დეტალურად არის განხილული.

„რას ვშვრებით ამ აუთვისებლობის დროს? რამდენად ვართ მყარად შემდეგი წლისთვის? - დეტალურად გავიარეთ ყველა მონაკვეთი ინფრასტრუქტურის სამინისტროსან. მათ აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა, ზუტად იციან, სად არის ის ე.წ ვიწრო წელი, რატომ დაგვიანდა ზოგიერთი და მჯერა, რომ 2019 წელს დიდი ტემპით წავალთ წინ. უპრეცედენტოდ დიდი თანხაა ასათვისებელი, მაგრამ ყველანაირი მონაცემია ოპტიმიზმის“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები