„პასუხისმგებლიანი ეკონომისტები ლარის კურსზე პროგნოზს არ აკეთებენ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს. მისი თქმით, ლარის ბოლოდროინდელ გაფასურებაზე, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს საარჩევნო პერიოდსაც.
„საარჩევნო ელემენტი შეიძლება იყოს, ნებისმიერ ქვეყანაშია ეს. მითუმეტეს ჩვენი რეგიონის ქვეყნებში. ზოგადად არჩევმები რაღაც გავლენას ახდენს, რისი გაზომვაც შეუძლებელია.
კურსი ეკონომიკის მთავარი ინდიკატორი არაა, მთავარი ინდიკატორი არის ინფლაცია. ბოლო 10 წელში, რომ ვახოთ ლარის კურსი მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან, აბსოლუტურად ყველა უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე ლარი“, - ამბობს მაჭავარიანი.