მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი პრეზიდენტის ფონდის გაუქმების გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს

5c0e811bcfc92
თელარა გელანტია
10.12.18 19:05
828
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდის გაუქმება არ იგეგმება.

„ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არ იგეგმება. მიმდინარეობს იმაზე საუბარი და მსჯელობა თუ როგორ და რა სახით უნდა დარჩეს ზოგადად სარეზერვო ფონდები",- განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას, მაჭავარიანის განცხადებით, ეს განპირობებულია იმ უფლებამოსილებით, რაც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს ექნება.

„ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ უფლებების ადეკვატური ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ამ ეტაპზე ჩაითვალა საჭიროდ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ამ სახით როგორც არის, არ უნდა არსებობდეს. კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, რა სახით ჩამოყალიბდება დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც აღიარებს, რომ სარეზერვო ფონდი ამ სახით არ უნდა იყოს",- განაცხადა მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები