მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი: თუ მოიტანენ ვალის დაფარვის გეგმას, ოქუაშვილს თუ უნდა ყოველდღე გამოვიდეს ტელევიზორში

5bf9583218675
BM.GE
24.11.18 17:53
1441

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილის კომპანია "ომეგას" მიერ წარდგენილი შეთავაზება ფინანსთა სამინისტროსადმი ვალების შემცირებაზე არის აბსურდული. მაჭავარიანის თქმით, "ომეგა ჯგუფი" ცრუობს, როდესაც ავრცელებს ინფორაციას, თითქოს ფინანსთა სამინისტრომ მათ 40 მილიონის ოდენობის დავალიანების ჩამოწერა, ხოლო 10 მილიონიანი ვალდებულების კი რამდენიმე წელზე გადანაწილება შესთავაზა. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მისთვის მთავარია, რომ "ომეგამ" წარადგინოს ვალდებულებების შემცირების რეალისტური გეგმა, რა შემთხვევაშიც მათი კუთვნილი საწარმოც შეუფერხებლად იმუშავებს.

"მათ განცხადებაში წავიკითხე - ფინანსთა მინისტრმა შემოგვთავაზა მორიგებაო მაშინ, როდესაც თავად მოიტანეს ფურცელზე დაწერილი გრაფიკი, სადაც ეწერა - 52 მილიონი ლარიდან 42 მილიონამდე ჩამოგვაწერეთ, 10 მლნ ლარზე მეტი 2 წლით გაგვიყინეთ და 2 წლის შემდეგ, თანხას ნაწილ-ნაწილ გადავიხდითო. ჩვენ ვუთხარით, მოგვეცით, ვნახავთ ამ წინადადებას. მე ამავე შეხვედრაზე ვუთხარი, არ მიგაჩნიათ, რომ თუკი ვალის შემცირების გრაფიკს შემოგვთავაზებთ, შანსები, რომ ჩვენ ამ წინადადებას დავთანხმდეთ უფრო მაღალია? ვუთხარით, წაბრძანდით, გადახედეთ და ვთხოვეთ, ხელახლა მობრძანებულიყვნენ. იმედი მაქვს, ესეც ჩაწერილი ექნებათ რამდენაირად და გამოიტანენ.

მათ მიერ მოტანილი წინადადება, რომელიც აბსურდული იყო და ითხოვდნენ 40 მილიონის პატიებას და უნდოდათ 10 მილიონი ლარი რამდენიმე წელზე გადაენაწილებინათ, გაასაღეს, თითქოს ჩვენ შევთავაზეთ ეს და ახლა არ ვასრულებთ პირობებს. ეს სცდება ნებისმიერ საღ აზრს.

კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნორმალური შეთავაზება ვალის შემცირების. გააგრძელებს ისევ ნორმალურად მუშაობას. ეს ამბავი იცით როგორ დამთავრდება? - მე გეტყვით თქვენ, ისინი დიდი ალბათობით არ მოიტანენ ვალის შემცირების რეალისტურ გრაფიკს, ასევე არ გადაიხდიან არც ახალწარმოქმნილ დღგ-ს გადასახადს. იტყვიან რომ "ისევ გააჩერეს ქარხანა, ისევ დააყადაღეს კომპანია, იმიტომ რომ ოქუაშვილი გამოვიდა ორი დღის წინ," - მგონი ერთ კაცს ვერ იპოვით ვინც გაიგო რა ილაპარაკა. იტყვიან რომ მისი გაუგებარი ლაპარაკის გამო ქარხანა გააჩერესო. მე ვეუბნები მათ - მოიტანონ ვალის შემცირების მისაღები გრაფიკი, არა ის რომ შემდეგი 50 და 100 წელი უნდა ამცირონ, არამედ გონივრული. არ გაზარდონ მიმდინარე დავალიანება, შევიმუშავოთ მეთოდი, რომ მიმდინარე დავალიანება არ გაიზარდოს. ყოველდღე გამოვიდეს ტელევიზორში ოქუაშვილი, იმუშავებს ქარხანა,"- ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები