მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი: ვალების ჩამოწერა ბიუჯეტიდან გაცილებით მძიმე და რთული გასატანი იქნებოდა

5bf912e55b2ea
BM.GE
24.11.18 12:42
1173
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიჩნევს, რომ თუ არ იქნებოდა ქართუ ფონდის მზაობა ჩართულიყო ვალების ჩამოწერის პროექტში, ამ პროგრამის განხორციელება ქვეყნის ბიუჯეტის მეშვეობით "გაცილებით მძიმე და რთული გასატანი იქნებოდა". მაჭავარიანი ამბობს, რომ პორტფელის ძირი თანხისა და დარიცხული საურავების მთლიანი მოცულობა 1.5 მილიარდ ლარამდეა, ხოლო ის ღირებულება, რაც "ქართუმ" სესხების შეძენისთვის გადაიხადა კომერციული საიდუმლოებაა. 

"ბიუჯეტიდან გაცილებით უფრო მძიმე და რთული გასატანი იქნებოდა ეს ინიციატივა. ზუსტად ქართუ ფონდის ჩართვა ამ ამბავში, რომ აპოლიტიკური ელფერი აქვს ამას, რომ არ არის არავითარი წინაპირობა და დათქმა იმის თაობაზე, რომ პროექტის განხორციელება რამენაირად უკავშირდებოდეს არჩევნების შედეგებს არის მნიშვნელოვანი. 

მთლიანი პორტფელი, თავისი ძირი თანხით, დარიცხვებით და ჯარიმებით არის 1.5 მილიარდ ლარამდე. მაგ მიდამოშია. შესაბამისად, თითონ რა თანხაზე მოხდა გარიგება ქართუსა და ამ საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რა თანხით გამოისყიდის ქართუ, ზუსტად მე არც ვიცი ეს თანხა და თანაც ეს ამ ორი კერძო მხარის საიდუმლოა. ისინი ჩათვლიან საჭიროდ განაცხადონ თუ არა,"- ტელეკომპანია იმედის ეთერში ამბობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

მთავრობის ცნობით, დაახლოებით 600,000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერის პროცესი 2018 წლის 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. ქართუ ფონდის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდში ამ პროცესის უზრუნველსაყოფად 100 მილიონი ლარი არის დარეზერვებული. 

შეიცავს თუ არა ვალების ჩამოწერა დანაშაულის ნიშნებს, ამას მთავარი პროკურატურა იკვლევს. პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პროცესში დანაშაულის ნიშნებს დაინახავენ, საქმეს შემდგომ მსვლელობას მისცემენ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები