მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი ვალების ჩამოწერაზე: თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი "ქართუ"

5bf27c9f79340
BM.GE
19.11.18 13:03
841
„ამ ნაბიჯს ვერ გადავდგავდით რომ არა ფონდი ქართუ, რომელმაც სრულად გაიზიარა პრობლემის სიმწვავე და გვერდში დაუდგა ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, ბანკებთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, ჩატარდა მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი.
მინისტრის თქმით, თანხას „სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ“.

„ყველანაირი მოსაზრება რომ ბიუჯეტიდან გადამხდელის ფულით მოხდება ამის დაფარვა არის სპეკულაცია. საკითხის გადაჭრის ტვირთი სრულად ფონდმა ქართუმ იკისრა“, - ამბობს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 15 დეკემბრიდან ვალების ჩამოწერის პროცესიიწყება. ინიციატივა 600 000 ადამიანს შეეხება და ჯამში საუბარია 1.5 მილიარდი ლარის დავალიანებაზე. თუ რა ფორმით მოხდება ვალების ჩამოწერა, დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები