მაჭახელა ჰესის პროექტში, შესაძლოა ყაზახური ინვესტიცია ჩაიდოს. როგორც „ბიზნესკონტაქტს“ ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი უფროსმა ლიზა თავდუმაძემ განუცხადა, საუბარია ამ პროექტში ყაზახი ინვესტორების თანამონაწილეობაზე. ამ ეტაზე მაჭახელა ჰესის პროექტთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.
რაც შეეხება Forbes Georgia-ს და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით გამართულ ბიზნეს ფორუმს, თავდუმაძის შეფასებით, ეს ღონისძიება ინვესტორებისთვის სექტორის განვითარების თავლსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს მაღალი დონის ღონისძიებაა, სადაც მინისტრები და მათი მოადგილეები მონაწილეობენ. ამიტომ ნდობის ფაქტორი მაღალია. მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგა და მსგავსი ფორუმები ქვეყნებს შორის სხვადასხვა საკითხებზე მეტ დაინტერესებას ემსახურება", - აღნიშნა თავდუმაძემ.
ამასთან მისი განმარტებით, ყაზახური ინვესტიცია ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით, კონკრეტულად კი ბახვის ელექტროსადგურის მშენებლობაში წარმატებით განხორციელდა.

























