მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მაჭახელას ხუთი ფილიალი დროებით დაიხურა” – რესტორნების ქსელის მფლობელი

5f8dc4c9d8964
ანუკა ჯოხაძე
19.10.20 21:40
6497
“მაჭახელას ხუთი ფილიალი დროებით დაიხურა”- ამის შესახებ BM.GE-ის ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელმა ვანო სტურუამ დაუდასტურა. როგორც სტურუა ამბობს, ხუთივე ფილიალს მუშაობა მანამ ექნება შეჩერებული, ვიდრე ბაზარზე მდგომარეობა არ დასტაბილურდება.

კომპანიის დამფუძნებელის თქმით, კომპანიის კლება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 70%-იანია, ამ ყველაფერს კი მძიმედ დააწვა გასული კვირის ბოლოს შემოღებული ახალი აკრძალვა, რომელიც თბილისში, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობას საღამოს 10 საათის შემდეგ კრძალავს.

“დაახლოებით ხუთი ობიექტის დაპაუზება მოგვიხდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ საკმაოდ იყო შემცირებული რეალიაზაცია და უბრალოდ გვიჭირდა ხარჯების დაფარვა. ობიექტების უმეტეს ნაწილშიც შემცირებულია რეალიზაცია, თუმცა ამ ხუთი ობიექტის შემთხვევაში შემცირება ძალიან იგრძნობოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეპაუზებინა იქამდე, სანამ არ გამოსწორდება სიტუაცია. არ არის გამორიცხული რომ სხვა ობიექტებიც დავაპაუზოთ. პირველ რიგში საშემოსავლოს ნაწილში შეღავათების გაგრძელება არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დღგ-სგან გათავისუფლება. ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს, გადავიხადოთ ეს გადასახადები და ვეღარ გავაგრძელოთ ოპერირება ან რაღაც პერიოდი გადაგვივადონ გადასახადები და შევინარჩუნოთ ბიზნესი", - აცხადებს “მაჭახელას” დამფუძნებელი ვანო სტურუა.

ცნობისთვის, სარესტორნო ქსელის მფლობელი შპს “ვ.დ.კაპიტალია”, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი ვანო სტურუაა. “ვ.დ.კაპიტალი”-ის მფლობელობაშია ისეთი რესტორნები როგორებიცაა "მაჭახელა", "თაღლაურა", "ირლანდიური პაბი", "ხინკლის ფაბრიკა" და პიცერია “ფიორინო”.

ბიზნესმენი საქართველოს გარდა სარესტორნო ქსელს, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ფლობს. კერძოდ კი ბუდაპეშტში რესტორან “ხაჭაპურს”. სტურუა ამბობს, რომ შემოსავლების კლება იქაც ფიქსირდება, თუმცა არა ისეთი როგორიც საქართველოში, სადაც მის მფლობელობაში არსებული თითქმის ყველა ფილიალი წაგებაზე მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები