მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადაგასკარში სამხედრო გადატრიალება შედგა

სამხედრო გადატრიალება

მადაგასკარში სამხედრო გადატრიალება შედგა. საფრანგეთის მიერ პრეზიდენტ ანდრეი რაჟოელინას ქვეყნიდან ევაკუირების შემდეგ მართვის სადავეები ხელში ელიტური სამხედრო დანაყოფმა CAPSAT-მა აიღო. მისმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა მაიკლ რანდრიანირინამ კი თავი ქვეყნის ახალ მეთაურად გამოახადა. “ამიერიდან, მე ვიკავებ მადაგასკარის პრეზიდენტის როლს,” - განაცხადა ელიტური დანაყოფის ხელმძღვანელმა Associated Press-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში.

როგორც რანდრიანირინა განმარტავს, მისი დანიშვნის სურვილი თავად ქვეყნის უმაღლესმა საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატა, შესაბამისად, მის გაპრეზიდენტებას წინ აღარაფერი უდგას. პოლკოვნიკი მოელის, რომ ინაუგურაციის ცერემონია რამდენიმე კვირაში გაიმართება. ამასთან, ის დებს პირობას რომ უახლოეს დღეებში წარადგენს ახალ სამთავრობო კაბინეტს და ქვეყანას სტაბილურობას დაუბრუნებს.

ცნობისთვის, ანდრეი რაჟოელინა ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო გამოსვლებმა პიკს მიაღწია და პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამხედრო გენერლის დანიშვნა მოუწია. რაჟოელინა იმედოვნებდა, რომ თავდაცვის ძალების გენერლის დანიშვნა ვითარებას ჩააცხრობდა, თუმცა საბოლოოდ ჯარმა პრეზიდენტის მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ახლგაზრდების ძალისმიერად დაშლაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, ასობით ათასი Gen Z დემონსტრანტი დენისა და წყლის გრაფიკით მიწოდებას, ასევე სამუშაო ადგილების არარსებობას მადაგასკარის ქუჩებში რამდენიმე კვირის განმავლობაში აპროტესტებდა. ისინი პრეზიდენტისა და სამთავრობო კაბინეტის გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა რაჟოიელინამ რეალური ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვა.

თავად რაჟოელინა გადატრიალებას უკანონოდ აცხადებს და თავს კვლავ მადაგასკარის პრეზიდენტად მოიხსენიებს, თუმცა მას სამშაბათს საკანონმდებლო ორგანოც კი არ დაემორჩილა. შეგახსენებთ, ანდრეი რაჟოელინამ პრეზიდენტის რანგში პარლამენტის დათხოვისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების ბრძანება გასცა, რათა მისი იმპიჩმენტი არ მომხდარიყო, თუმცა მადაგასკარელმა კანონმდებლებმა რაჟოელინას მოთხოვნა უყურადღებოდ დატოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები