Madatart -ის ხელმძღვანელობით ბოლო გამოფენა, 27 აპრილს „უოლ-სტრიტზე“ მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის „World Trade Gallery“ გალერეაში გაიხსნა, სადაც 17 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა.
არტპრომოუშენ კომპანია ზაფხულში ახალი გამოფენისთვის ემზადება. აგვისტოს დასაწყისში “Madatart” „Reveal ART FAIR“-ში ჩართვას გეგმავს, სადაც მონაწილეობას 50 გალერეა მიიღებს, ქართული არტპრომოუშენ კომპანია კი თავად ფესტივალის დამფუძნებლის ინიციატივით მოხვდა.
„Saragota SPRING ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია, რომელიც მინერალური წყლებით და სპა-სალონებითაა სახელგანთქმული. ჯგუფის შედგენა სრულდება, ამიტომ მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციები ამ კვირის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ, მისამართზე [email protected] „ - ამბობს „Madatart“ დამფუძნებელი მარიტა დამენია.

























