მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Made In Georgia - ქართული წინდები ევროკავშირში გაიყიდება

5bf667bc283ef
BM.GE
22.11.18 12:23
5232
კომპანია ტიფლისტექსის ქართული წინდები ევროკავშირში გაიყიდება. კომპანია პირველ პარტიას ევროგაერთიანებაში თვის ბოლოს გაგზავნის. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საწარმოს შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა.

„„ნაქსოვი მრეწველობის დარგში პირველი პიონერები ვართ ევროპაში ექსპორტის კუთხით. ყველა დანადგარი ეკოლოგიურად სუფთაა, მასში დიდი დოზით არის ელექტრონიკა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ქართული წინდების ქარხანა 6 თვის წინ გაიხსნა, ამ დროისთვის კი კომპანიას უკვე ორი საექსპორტო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საბერძნეთსა და აზერბაიჯანთან. საბერძნეთში 20 000 წყვილი წინდა უკვე თვის ბოლოდან გამოჩნდება, თუმცა „ტიფლისტექსს“ ევროპელ პარტნიორებთან უკვე აქვს შეთანხმება მილიონი წყვილი წინდის შესიდვაზეც. კმპანიის პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც მწარმოებლებს ევროკავშირი უყენებს.

ქარხანაში $8 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, ადგილზე ქართული წინდები იტალიური დანადგარების დახმარებით იკერება.

კომპანია ავსტრიის ბაზრისთვის პირველ საცდელ პროდუქციასაც ამზადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები