მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მადელაინის“ პროდუქცია უკვე Amazon-ზეა

6134547e98bfa
მარიამ იზორია
05.09.21 09:39
628
საბავშო სათამაშოებისა და ნივთების ხელნაკეთი ბრენდის, „მადელაინის“ პროდუქცია ebay-ს შემდეგ უკვე amazon-ზეც ხელმისაწვდომია. კომპანიამ საერთაშორისო პლატფორმაზე 5 ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი განათავსა. „მადელაინის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან განმარტავს, რომ ჯერჯერობით ბრენდს Amazon-ზე ოფიციალური მაღაზია არ აქვს, თუმცა ეს მოთხოვნის შესაბამისად გეგმაში აქვთ.

„საერთაშორისო პლატფორმაზე გასვლა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის, "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან", მხარდაჭერით შევძელით. amazon-ს დიდი დრო სჭირდება, რომ პროდუქტი ამერიკის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს, შესაბამისად ამ ეტაპისთვის ზედმეტი დანახარჯების გარეშე გაყიდვების წარმოება ჭირს, თუმცა ჩვენი პროდუქციის იმედი გვაქვს. ვფიქრობთ, სამომავლოდ მოთხოვნა უფრო გაიზრდება“ - აღნიშნავს ელეონორა კუცია.

მადელაინის დამფუძნებელი პანდემიის გავლენაზეც საუბრობს. მისი თქმით, კომპანია ბრენდის გაციფრულებით არსებულ გარემოსთან ადაპტირდა.

„პანდემიის დასაწყისში ძალიან დიდი ჩავარდნა გვქონდა, დაახლოებით 6 თვე გაჩერებულები ვიყავით, თუმცა სიტუაციას მალევე მოვერგეთ, შედეგად ასეთ კრიზისულ პერიოდში მუშაობაც ვისწავლეთ და საბოლოოდ, იმდენი შეკვეთა გვქონდა, რომ პროდუქციის დამზადებას ვეღარ ვასწრებდით“ - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები