აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მადლობას იხდის საქართველოს იმ დროშის გადაცემისთვის, რომელსაც საქართველოს მამაცი ხალხი ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ თავის პროტესტებზე ატარებდა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მადლიერი ვარ მივიღო საქართველოს ეს დროშა, რომელსაც საქართველოს მამაცი ხალხი ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ თავის პროტესტებზე ატარებდა და რომელსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ არამართებულად გამოყენებული წყლის ჭავლი მოხვდა. გულაჩუყებული ვარ გაბედულების მესიჯებით, რომლებიც მასზე ქართველმა ხალხმა დაწერა", - წერს უილსონი.
I am grateful to receive this Georgian flag carried by the brave people of Georgia in their protests against the brutal Ivanishvili regime which was hit with water cannons wrongly fired at protestors. I am touched by the messages of resolve written on it by the Georgian people. pic.twitter.com/vxZMcm6M43
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 17, 2025
Facebook-ის პირად გვერდზე ჯო უილსონთან შეხვედრის შესახებ წერს საერთაშორისო უსაფრთხოების უფროსი მკვლევარი ფლეტჩერი სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში ზვიად აძინბაიაც, რომელმაც ამერიკელ კონგრესმენს დროშა უსახსოვრა.
„ახლახან გადავეცი კონგრესმენ უილსონს ახალი წლის ღამეს, რუსთაველზე ხელმოწერილი და თბილი მესიჯებით სავსე დროშა. ასე არაფერი გამხარებია კარგი ხანიაო. ერთი მესიჯი მოეწონა განსაკუთრებით, სადაც Joe Joe Joe, Go, Go, Go ეწერა.
სამხრეთ კაროლინის (საიდანაც არის ვილსონი) გაზეთებში უკვე იწერება სტატიები, თუ როგორ იბრძვის მათი კონგრესმენი საქართველოს თავისუფლებისთვის. ეგ უკვე ისტორიაა.
გვერდზე მისი მეუღლე - როქსანა უდგას. ორივეს ძალიან სჯერათ ჩვენი გამარჯვების და თავისუფალი საქართველოსი, რომელიც ამერიკის საყრდენი იქნება ჩვენს დახლართულ ფართო რეგიონში და მის მიღმა.
Nino Egadze-მ იყოჩაღა და ამ დროშაზე არსებულ ყველა წარწერას გაუწია კოორდინირება“, - წერს ზვიად აძინბაია.