მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მადლობა, ბედნიერად“ - პიტერ ფიშერმა საქართველოში უფლებამოსილების ვადა დაასრულა

პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა ქვეყანაში თავისი დიპლომატიური მისიის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen“, - წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.

განცხადებასთან ერთად ელჩი აქვეყნებს თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებულ ფოტოს, სადაც იგი მემორიალთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიესალმა.

პიტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას 2022 წლიდან ასრულებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები