Socar-ი საქართველო-ესპანეთის თამაშში საქართველოს გამარჯვების შემთხვევაში 1 ივლისის 14:00 საათიდან საწვავის 2 ლარად გაყიდვის შესახებ დადებულ დაპირებას მაინც შეასრულებს. შესაბამისად, მსურველებს ქსელის გასამართ სადგურებზე დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავის ჩასხმა 2 ლარად შეეძლებათ. შესაბამისი განცხადება ნავთობიმპორტიორმა და რეალიზატორმა კომპანიამ დღეს გაავრცელა.
"მადლობა ემოციებისთვის!
ევროპის ჩემპიონატს ამაყები ვტოვებთ - ჩვენმა ნაკრებმა შეუძლებელი შეძლო და მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას! ამ შედეგით მაინც საოცრად ვამაყობთ, გულშემატკივარს მაინც გავახარებთ და დადებულ პირობას შევასრულებთ 1-ელ ივლისს დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში, ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად შეიძენთ! - ნათქვამია Socar-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, Socar-მა პირობა დადო, რომ თუ 30 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები Euro 2024-ის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს მოუგებდა, მეორე დღეს - 1 ივლისს 14:00 საათიდან 90 წუთის განმავლობაში გასამართ სადგურებზე ყველა ტიპის საწვავი 2 ლარად გაიყიდებოდა. დაპირება კომპანიამ Facebook-ის გვერდზე გაასაჯაროვა და იმ დაპირებების სერიას შეუერთდა, რომელიც პორტუგალიასთან თამაშამდე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები დებდნენ. ესპანეთთან დამარცხების შემთხვევაშიც, Socar-ის გუნდი პირობას ასრულებს", - ნათქვამია Socar-ის განცხადებაში.