მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მადლობის მარში" აშშ-ის საელჩოსთან მივიდა

მადლობის მარში

"მადლობის მარში" აშშ-ის საელჩოსთან მივიდა. ამერიკის დროშებით ხელში მსვლელობა ახმეტელის მეტროდან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მადლობა გადაუხადეს ამერიკას წარმომადგენელთა პალატაში „MEGOBARI აქტის” მხარდაჭერის გამო.

მსვლელობის მონაწილეებმა აშშ-ის გიგანტური დროშაც გაშალეს.

ცნობისთვის, თავდაპირველად, დემონსტრანტები 14:00 საათზე ვაგზლის მოედნის, ავლაბრის და დელისის მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ. შემდეგ მეტროთი ახმეტელზე მივიდნენ და ფეხით ამერიკის საელჩომდე მსვლელობა გამართეს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას "MEGOBARI აქტი" აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ მიიღეს. კანონპროექტი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველი გადაწყვეტილებაა. ის, ერთი მხრივ, ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების შემთხვევაში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობასაც დებს.

ფოტო: ტვ პირველი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები