მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადონას კონცერტს 1.6 მილიონი მსმენელი დაესწრო

მადონა

მადონამ თავის მუსიკალურ კარიერაში ყველაზე მასშტაბური კონცერტი ჩაატარა. ღონისძიებას, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა, დაახლოებით 1 მილიონ 600 ათასი ადამიანი დაესწრო, რაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია.

კონცერტზე დასწრება უფასო იყო და ის საქველმოქმედო მიზნით ჩატარდა. როგორც მადონამ თავად აღნიშნა, ამ კონცერტით მან ბრაზილიელ მსმენელს ის სიყვარული დაუბრუნა, რომელსაც ის მათგან წლების განმავლობაში იღებდა.

მასშტაბური ღონისძიება კოპაკაბანას სანაპიროზე გაიმართა და მან რაიონის თითქმის ნახევარი მოიცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები