მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Madrid Fusión 2025-ში მონაწილეობას 4 ქართველი შეფმზარეული მიიღებს - ტურიზმის ადმინისტრაცია

Madrid Fusión 2025

Madrid Fusión 2025-ში მონაწილეობას 4 ქართველი შეფმზარეული: გურამ ბაღდოშვილი, დავით
ნარიმანიშვილი, დადუნა ღლონტი და ირაკლი თოდაძე მიიღებენ - ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით,3 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე ქართული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

"საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული Show Kitchen მოეწყობა", - წერია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გასტრო კონგრესი Madrid Fusión 22 წელია იმართება, კონგრესს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 25 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. საერთაშორისო კულინარიულ ღონისძიებაში 1800-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობს, სპიკერების რაოდენობა კი 180-ს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები