მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მადრიდის "რეალი" დაიო უპამეკანოს ტრანსფერს გეგმავს

უპამეკანო რეალ მადრიდი

მადრიდის “რეალი“ ახალი ცენტრალური მცველის ძიებაშია და კლუბის გეგმაა, მომდევნო ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმოს ასეთი ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ მათ, როგორც ჩანს, დაასრულეს მოლაპარაკებები იბრაჰიმა კონატეს მიმართ, “სამეფო კლუბი“ კვლავ ინტერესდება მისი საფრანგეთის ნაკრების თანაგუნდელით დაიო უპამეკანოთი.

მიუნხენის “ბაიერნი“ ცდილობს უპამეკანოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა მათ სამ კვირაზე ნაკლები დარჩათ მანამდე, სანამ ფეხბურთელს სხვა კლუბებთან წინასწარი შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება შეეძლება. მიუხედავად ამისა, კლუბში ამ საკითხთან დაკავშირებით დიდ ოპტიმიზმს ინარჩუნებენ, როგორც ამას "ბაიერნის“ ინსაიდერი კრისტიან ფალკი განმარტავს.

“ული ჰიონესმა აღნიშნა, რომ ისინი ძალიან დარწმუნებულები არიან, უპამეკანო ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. კლუბთან ვისაუბრე და ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არც ერთი მიმართულებით არ არის მიღებული. ვიცით, რომ მას “ბაიერნისგან“ შეთავაზება უკვე აქვს, თუმცა გავიგე, რომ ეს ბოლო წინადადება არ იქნება. თუ ცენტრალურ მცველთან შეთანხმების შანსი კვლავ არსებობს და აგენტებს გარკვეული პუნქტების განხილვა ან ოდნავ უფრო მაღალი ხელფასი სურთ, მოლაპარაკებების გაგრძელება შესაძლებელია. ეს საბოლოო შეთავაზება არ არის.

“საერთო ჯამში, მას შეუძლია წლიურად 20 მილიონ ევრომდე მთლიანი ანაზღაურება მიიღოს, რაც “ბაიერნისთვის“ მცველის პოზიციაზე საკმაოდ დიდი თანხაა. ამჟამად ის დაახლოებით 16 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ასე რომ, ნათელია, “ბაიერნი“ ყველაფერს აკეთებს, რათა ფეხბურთელი შეინარჩუნოს. კლუბში ამბობენ, რომ თუ მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ, ეს შიდა დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი იქნება.“ - წერს კრისტიან ფალკი.

ამის მიუხედავად, სეზონის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უპამეკანო მომავალ ზაფხულს მადრიდის “რეალში“ გადასვლაზე თანახმა იქნებოდა. თუმცა, სავარაუდოდ, “სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლისთვის მას ხელფასის მოთხოვნების შემცირება მოუწევს, რადგან “ლოს ბლანკოსის“ ხელმძღვანელი პირები ნაკლებად არიან მზად მოლაპარაკებებისას 20 მილიონ ევრომდე მისასვლელად მოლაპარაკებები კი შესაძლოა უკვე მომავალ თვეში დაიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები