მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადრიდის „რეალი“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ამოქმედებას იწყებს

რეალი

მადრიდის „რეალი“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ამოქმედებას იწყებს. ქსელის პირველი რესტორანი მეხიკოში ოქტომბერში გაიხსნება.

რესტორნის სახელწოდებაა – UNO By Real Madrid.

კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ობიექტების მთავარი ღირსება პროდუქტების ხარისხი იქნება. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს გახდება ადგილი, სადაც კლუბის 600 მილიონი გულშემატკივარი მთელს მსოფლიოში შეძლებს მიირთვას ჯანსაღი, ხარისხიანი საკვები, ერთად უყუროს მატჩებს და შეიძინოს კლუბის ოფიციალური პროდუქტები.

„რეალი“ იმედოვნებს, რომ რესტორნების ქსელის მეშვეობით გააფართოვეს საკლუბო ბრენდს მთელ მსოფლიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები