“რეალ მადრიდის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გამოაცხადა გეგმა, რომელიც კლუბის მფლობელობის მოდელის შეცვლას და მის ისტორიის განმავლობაში გარე ინვესტორის პირველად შემოყვანას ითვალისწინებს.
ამჟამად “რეალი“ ფუნქციონირებს როგორც socios-ების (კლუბის წევრების) საკუთრება და ეს ასეა 1902 წელს დაფუძნების დღიდან.
პერესმა 78 წლის ასაკში მფლობელობის შესაძლო ცვლილებაზე რეფერენდუმის ჩატარების იდეა პირველად გასულ წელს, კლუბის საერთო კრებაზე ახსენა, თუმცა აქამდე კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდებოდა.
კლუბის ხელმძღვანელობამ ბოლო 12 თვის განმავლობაში განიხილა სხვადასხვა მოდელის პლუსები და მინუსები, და კვირა დღეს, მადრიდის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ კრებაზე, პერესმა გააჟღერა გეგმა, რომლის მიხედვითაც კერძო, მცირე აქციებიანი ინვესტორი socios-ებთან ერთად შევა სტრუქტურაში.
ნებისმიერი მფლობელობის ცვლილება socios-ების ხმას მოითხოვს. პერესის თქმით, ის მოუწდებს “საგანგებო კრებას“, სადაც დაახლოებით 2,000 წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცემათ, ხმის მიცემით გადაწყვიტონ მიიღონ თუ არა მფლობელის არჩევის ფორმატის ცვლილების რეფერენდუმზე გატანის წინადადება, რომელსაც შემდეგ 18 წელს ზემოთ ყველა წევრი უნდა უჭერდეს მხარს.
„ამ თვეებში ბევრს ვფიქრობდით, როგორ შეგვემჩნია “რეალ მადრიდის” რეალური ღირებულება და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენ კვლავ socios-ების კლუბად დავრჩებით, მაგრამ შევქმნით დამხმარე კომპანიას, რომელშიც საზოგადოების წევრები შეინარჩუნებენ კონტროლს, ხოლო დაახლოებით ხუთპროცენტიანი წილით შევა მცირე აქციონერი. ასე გავიგებთ, რეალურად რა ღირს კლუბი. ჩვენ არ გვინდა საფონდო ბირჟაზე გასვლა. შევზღუდავთ ინვესტიციის წილს, რათა კლუბი socios-ების ხელში დარჩეს. ეს ინვესტორი ან ინვესტორები უნდა იზიარებდნენ ჩვენს ღირებულებებს და დაგვეხმარონ კლუბის აქტივების დაცვაში გარეგანი თავდასხმებისგან. “რეალს” ყოველთვის ექნება უფლება, ინვესტიცია უკან გამოისყიდოს. კლუბი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ რამდენიმე დირექტორზე ან ერთ პრეზიდენტზე. ეს ნაბიჯი სრულად თავისუფლად გადაწყდება წევრების რეფერენდუმით. საგანგებო კრებაზე მეტსაც ავხსნით, მაგრამ მინდა თავიდან ავიცილო ის სპეკულაციები, რაც ბოლო დღეებში მედიაში ვრცელდება“ - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
“რეალის“ მფლობელობის მოდელის ცვლილება დიდი ხანია მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ოფიციალური გამოცხადება, კერძოდ ის, რომ კლუბი ქმნის ახალ კომპანიას, სადაც კლუბის წევრებს უკვე კერძო ინვესტორიც შეუერთდებათ.
ახალ მოდელს აქვს თავისი უპირატესობები. კერძოდ, ინვესტორები მიიღებენ “დივიდენდს“, ანუ კლუბის შემოსავლის მცირე წილს, თუმცა ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ. კლუბის წევრები კვლავ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას აირჩიონ კლუბის პრეზიდენტი და გადაწყვიტონ წესდების ნებისმიერი ცვლილება, თუმცა წლიური დივიდენდის მიღებას თავად ვერ შეძლებენ.




























