გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემები "მაესტოროს" ვებ-გვერდიდან არხის გენერალური დირექტორის ზურაბ ნაყეურის გადაწყვეტილებით ამოიღეს.
ამის შესახებ სააგენტო "ვექტორს" თავად ნაყეურმა განუცხადა.
"არსად გამქრალა გადაცემები, მე ამოვაღებინე. რას ნიშნავს მიზეზი, მე თქვენთან უნდა შევათანხმო მიზეზი რას დავდებ საიტზე? შიდასარედაქციო პოლიტიკა, მე რას დავდებ საიტზე, როგორ დავდებ ვისი რა საქმეა, ბოდიში, რომ ასე გესაუბრებით", - განუცხადა "ვექტორს" ნაყეურმა.

























