მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღალი აქტივობის გამო ვაქცინაციის საინფორმაციო ცხელი ხაზი გადაიტვირთა - სამინისტრო

605ddfddb3283
BM.GE
26.03.21 17:19
1097
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გამოეხმაურა ხარვეზს, რომელიც ვაქცინაციაზე ინფორმაციის მისაღებად ამოქმედებულ ცხელი ხაზზე ფიქსირდება(15 22). მისი თქმით, ცხელ ხაზზე გარკვეული შეფერხებები დიდი რაოდენობით ზარებმა და ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციის მსურველების მაღალმა აქტივობამ გამოიწვია.

„ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით მაღალი აქტივობა იყო, 15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარი შემოვიდა. მოლოდინის პერიოდი სხვა დროსთან შედარებით ხანგრძლივი იყო და სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული შეფერხებები. ჩვენ ვმუშაობთ , როგორც ტექნიკურ ჯგუფთან , ისე სილქნეტთან, რათა მოქალაქეებმა პასუხი სწრაფად მიიღონ.

„ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში. ადგილები არის ქუთაისსა და ბათუმში. ველოდებით შევსებას, რომ ზუსტად ვიცოდეთ რამდენი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა დარჩება . მას შემდეგ რაც ყველაფერი შეივსება , დაახლოებით 3 000 დოზამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში , კიდევ გაიხსნება დამატებითი დრო , რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა. ადგილები, რომლებიც ეხლა არის გამოყოფილი 14 აპრილამდე პერიოდშია. 6 კლინიკაში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდება შესაძლოა სამუშაო საათები გახანგრძლივდეს და მალევე მოხდეს იმ დოზების ასახვა, რომელიც მარაგში იქნება. ეს მას შემდეგ გვეცოდინება რაც ქუთაისის და ბათუმის რეზერვები ამოიწურება“-განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები