მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი დონის სასტუმროებში ფასები შემცირდა

5ac4ed0d99a30
სალომე მეცხვარიშვილი
04.04.18 20:00
1363
მაღალი დონის სასტუმროებში საშუალო ფასები $184-დან 158$-მდე შემცირდა,-ამის შესახებ Colliers International Georgia-ს ხელმძღვანელმა ირაკლი კილაურიძემ უძრავი ქონების ბაზრის კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში მიწოდების ზრდასთან ერთად 25 დოლარით შემცირდა ფასები მაღალი სეგმენტის საერთაშორისო სასტუმროებში.

მცირედი შემცირებაა საერთაშორისო ბრენდის საშუალო კლასის სასტუმროების ფასებშიც. მაგალითად, თუ 2014 წელს ამ სეგმენტის სასტუმროებში ოთახის საშუალო ღირებულება 116 დოლარი იყო, 2017 წელს - 112 დოლარია.

რაც შეეხება ადგილობრივ საშუალო კლასის ბრენდებს ამ მიმართულებაში წლების განმავლობაში ფასები იცვლებოდა, თუმცა, 2014 და 2017 წლებშიც საშუალო ფასი 87 დოლარი იყო.

საინტერესო ტენდენცია იკვეთება დატვირთულობის მიმართულებითაც. მაგალითად იზრდება საერთაშორისო მაღალი სეგმენტის სასტუმროების დატვირთულობა: 2014 წელი - 68%, 2017 წელი - 72%. თუმცა, საშუალო კლასის სასტუმროების დატვირთულობა მცირდება: 2014 წელი -72%, 2017 წელი - 68%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები