მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ "იმერეთი 2"-ზე ავარია მოხდა, მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

5ccb0739933a5
BM.GE
02.05.19 19:02
1369
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის - "იმერეთი 2"-ის ავარიულ გათიშვას უკავშირდება. 

"დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი. რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია,"- ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები