მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღალმთიან დასახლებაში პენსიის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მარტივდება

57b2adb5f0c5c
BM.GE
16.08.16 09:57
1245
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ცვლილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება, ამ მიმართულებით ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის მოსახსნელად, რათა პენსიონერებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა დამატებითი შეღავათები მარტივად მიიღონ.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა და ამ პროგრამით, ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ. ხოლო, პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით კი, მეწარმეები, მთიან რეგიონებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები