მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაღალმთიან რეგიონებში დიდი წარმოებების გადატანა ამ ეტაპზე გაჭირდება“ - ხუციშვილი მიზეზებზე

641c2e38ac9b7
თინათინ ნატმელაძე
23.03.23 14:47
529
დიდ საწარმოებს მაღალმთიან რეგიონებში წარმეობის გადატანა კვალიფიციური კადრების ნაკლებობისა და ლოგისტიკის საკითხების გამო, ამ ეტაპზე გაუჭირდებათ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს პარლამენტში განაცხადა.

მისივე ცნობით, მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის განვითარებას ფინანსური თვალსაზრისით ხელისშემშლელი ფაქტორი არ გააჩნია, რადგან აქ ძალიან ბევრი სოციალური პაკეტი და საშეღავათო მექანიზმი ფუნქციონირებს.

„არსებობს შეღავათი უშუალოდ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა გარდა ამისა, იქ განსხვავებული სოციალური პაკეტებია, ასევე პენსიის ოდენობაც განსხვავებულია, 20%-ით მეტია. იქ მეწარმეები, ფაქტობრივად, გათავისუფლებული არიან საშემოსავლო გადასახადებისგან. ვფიქრობ, ეს შეღავათები საკმაოდ მიმზიდველია და მაღალმთიანი სტატუსის მეწარმეები ძალიან სწრაფად იზრდებიან.

თუმცა, საშეღავათო პაკეტების გარდა არსებობს სხვა გამოწვევები, უშუალოდ კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ლოგისტიკის საკითხები, რის გამოც დიდ საწარმოებს წარმოების იქ გადატანა ამ ეტაპზე გაუჭირდებათ. ამ მიმართულებით სამუშაოა, თუმცა გადასახადები არაა შემაფერხებელი იმისთვის, რომ მაღალმთიან რეგიონებში უფრო მეტი ეკონომიკა იქნეს შეტანილი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები