მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 13 გადამხდელს მიენიჭა.
როგორც ცნობილია, მაღალმთიან რეგიონებში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, მოქმედებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლების საწარმოებისთვის.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, უკვე 50-მა მეტმა კომპანიამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით
"დამატებით, აღნიშნული 13 კომპანიის მიმართ უკვე დაიწყება კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, რათა, რაც შეიძლება მეტი საწარმო დაფუძნდეს მაღალმთიან რეგიონებში და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს შეღავათები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

აღნიშნული სტატუსის მოპოვების შემდეგ, 10 წლის ვადით, იურიდიული პირები თავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.