მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ 12 საწარმოს მიენიჭა

58de500bc34ec
BM.GE
31.03.17 16:46
1290
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ 12 საწარმოს მიენიჭა. სტატუსით ჯამში 199 საწარმო სარგებლობს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მთის საწარმოს სტატუსის მქონე იურიდიული პირები ქონებისა და მოგების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირები ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლის ვადით გათავისუფლდნენ. 

აღნიშნული 12 სუბიექტი საქმიანობს საქართველოს 9 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში. ისინი, ძირითადად, დასაქმებულნი არიან აგროსექტორში (რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; ცუმეულის წარმოება; ჩირის, ტყლაპის და სხვა მსგავსი ნაწარმის წარმოება; ეკოლოგიურად სუფთა პლასმასის წარმოება, ლეიბის, საბნების და ბალიშების დამზადება; ბოცვრების მოშენება და რეალიზაცია;)

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები