სხვადასხვა საზოგადოებრივი სერვისის მიმართ, მოქალაქეთა დამოკიდებულება ორგანიზაცია „ეი-სი-თი"-მ გაერო-ს განვითარების პროგრამის დაკვეთით გამოიკვლია და საქართველოს მასშტაბით 4 000-მდე, 18 წელს ზემოთ ასაკის პირი გამოიკითხა.
რაც შეეხება კმაყოფილების ინდექსს, ორგანიზაციის ცნობით, მოქალაქეთა 89% საბავშვო ბაღების სერვისით კმაყოფილია, გარდა ამისა, დადებითი შეფასებაა საგზაო ინფრასტრუქურის კუთხითა და ჯანდაცვის მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყოველი ხუთი მოქალაქიდან, მხოლოდ ერთს მიუმართავს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ანუ მთლიანობაში ადგილობრივ ხელისუფლებას სულ 18 პროცენტი მიმართავს.
მოსახლეობის 53 პროცენტი კი ფიქრობს, რომ არსებული და მათ მიერ დასმული პრობლემები მთავრობისა და თვითმმართველობების მხრიდან -გვარდება. რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნებს, 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობა არ ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებს, 17 პროცენტი - მეტ პროფესიონალიზმს ითხოვს. 40 პროცენტი კი ფიქრობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები არასაკმარისია, ხოლო 31 პროცენტი სახელმწიფოს, მოსახლეობის მეტი ინფოორმირებისკენ მოუწოდებს.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება ნარჩენების გატანის სერვისის მიმართებაში.
რაც შეეხება რეგრესს, 2013 წლის შემდეგ მკვეთრი ვარდნა არცერთი მიმართულებით არ შეინიშნება, თუმცა ის ფაქტი, რომ კვლევაში მხოლოდ მცირედი პროგრესი ფიქსირდება, გულისხმობს, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
კვლევაში ასევე ცალკე თავი აქვს დათმობილი შიდა გზებს, ანუ ქვეყანაში გზების მდგომარეობას, მოსახლეობის მხოლოდ მესამედი აფასებს დადებითად. პრობლემად რჩება კვლავ ქუჩის განათებები, სახლების ნუმერაცია და ეკოლოგიაც.
სხვადასხვა საზოგადოებრივი სერვისის მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულების მომდევნო კვლევა 2017 წელს არის ჩანიშნული.

























