მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

მაღალმთიანი სკოლების და ბაღების პერსონალისთვის სახელფასო დანამატის დაწესებას ითხოვენ

მაღალმთიან რეგიონებში განთავსებული სკოლებისა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალი, 35%-იან სახელფასო დანამატს მიიღებს. უმრავლესობის წევრი 9 დეპუტატის მიერ, საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულია ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, ფართოვდება პირთა წრე, რომლებზეც ეს სოციალური შეღავათი ვრცელდება. თუკი პარლამენტი ცვლილებების პროექტს დაამტკიცებს, მომავალი წლის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო. ეს ფული, სკოლების დირექციის 1300-მდე, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პროფილის 3500-მდე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 800-მდე თანამშრომელზე უნდა განაწილდეს.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები