მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი ფასები, უმუშევრობა, სიღარიბე, დაბალი ხელფასები - მოსახლეობის უმთავრესი პრობლემები Edison Research-ის კვლევის მიხედვით

ცც
13.09.24 23:09
1277

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს ასახელებს (31%), შემდეგ უმუშევრობას (27%), სიღარიბეს (24%), დაბალ ხელფასებს (18%), ემიგრაციას (18%) და ოკუპირებულ ტერიტორიებს (17%).

ინფორმაციას "ფორმულა" აქვეყნებს.

კითხვაზე, რამდენად უჭერთ მხარს ან ეწინააღმდეგებით იმას, თუ რა გზებით უმკლავდება ქართული ოცნება ჩამოთვლილ საკითხებს, პასუხები ასე ნაწილდება:


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები