„ქართველები მიდიან არჩევნებზე, რათა გადაწყვიტონ, დაასრულონ თუ არა მზარდად ავტორიტარული სტილის მმართველობა და გადამწყვეტი არჩევნებით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ წაწიონ“ – ასე იწყებს თავის სტატიას BBC საქართველოში მიმდინარე არჩევნების შესახებ.სტატიის ავტორი პოლ კირბი წერს: „ხუთიდან 4 ამომრჩეველი ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან 5 დღე იომა“.პოლ კირბი იმასაც აღნიშნავს, რომ პოლიტიკა საქართველოში ბოლო პერიოდში სულ უფრო პოლარიზებული გახდა. ქართული ოცნება ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მეოთხედ აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებას.
წყარი: BBC