მესტიის მუნიციპალიტეტში საბალანსო გამრიცხველიანება თითქმის დასრულდა, დარჩენილია 5 მრიცხველის დაყენება, თუმცა, როგორც ელექტროენერგიის მოხმარების სტატისტიკა აჩვენებს, მაინერების ამოღების მიუხედავად ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი კლება არ ფიქსირდება, პარალელურად, ბიზნესიც, კვლავ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებებზე საუბრობს, მაშინ, როცა ზამთრის სეზონის გახსნამდე არასრული 1 თვე რჩება. უკანონო მაინინგთან ბრძოლის გარდა - ენერგეტიკოსები მესტიის ენერგომოხმარების გასაუმჯობესებლად კომერციული ტარიფის შემოღებას და ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროებაზე საუბრობენ?






























