მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალმთიან დასახლებაში ფერმერებს მცირე სიმძლავრის ტექნიკა 70%-ით დაუფინანსდება

სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც შეძლებენ და ამასთან, პროგრამაში ცვლილებებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება. გაზრდილია პროგრამის ჯამური ბიუჯეტი. კერძოდ, თუ გასულ წელს, გამოყოფილი იყო 7 მილიონი ლარი, წელს 10 მილიონი ლარს აღწევს.

სამინისტროს განმარტებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდია პროგრამით დაინტერესება, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება განისაზღვრა ღირებულების 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარით. პროგრამის ახალი პირობით, თანადაფინანსებით ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაც შესაძლებელია.

სტუმარი: ლაშა ჯინჭარაძე - Sartichala Vineyard Management-ის პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები