მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალმთიან რეგიონებში, ინტერნეტზე წვდომის პრობლემები ელ.კომერციაზე მოთხოვნას ამცირებს- საქსტატი

კომერცია

ელექტრონული კომერციის ბაზარი საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება. ელექტრონული კომერციის შეფასებულმა ბაზრის ზომამ 2022 წელს 1,300 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 82%-იან ზრდას ნიშნავს. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კი ბაზრის ზომა 1,026  მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ საუბარია "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.

მიუხედავად ზრდისა, კვლევაში ასევე წერია, რომ საქართველოში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი შედარებით დაბალია მაღალმთიან რეგიონებში, რაც ელ.კომერციაზე ადგილობრივ მოთხოვნას ამცირებს.

მაგალითად, საქართველოს რეგიონში ინტერნეტზე წვდომის მქონე მოსახლეობის წილი, 2022 წელს შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი - 95%

აჭარა - 93%

ქვემო ქართლი -90%

სამცხე-ჯავახეთი -88%

იმერეთი -87%

გურია -85%

კახეთი -84%

სამეგრელო -82%

შიდა ქართლი -79%

მცხეთა-მთიანეთი -77%

რაჭა-ლეჩხუმი -72%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები