მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგიდის ან სკამების წარმოებას დავიწყებთ" - Lampino-ს გეგმები

ლამპინო

წელს, ორიგინალური სანათების მწარმოებელი კომპანია Lampino ახალი მიმართულების ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთი ნოზაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბიზნესის განვითარების მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 30 000-ლარიანი გრანტი მოიპოვეს, რითაც ახალი მანქანა-დანადგარები შეიძინეს.

„ამჟამად, მხოლოდ ლაზერის აპარატი გვაქვს, რომლის საშუალებითაც მარტო მსუბუქი მასალის დამუშავებაა შესაძლებელი. თებერვლის ბოლოს კი, ახალი მანქანა-დანადგარი უნდა ჩამოვიდეს და მასიურ ხეზე მუშაობის შესაძლებლობაც მალე გვექნება.

თავდაპირველად, მაგიდის ან სკამების წარმოებას დავიწყებთ, ხოლო შემდეგ ასორტიმენტის გაფართოებაც იგეგმება.

რაც შეეხება ნედლეულს, ვფიქრობთ, ბაზარზე ნედლეულის პრობლემა არ არის, რადგან ბევრი იმპორტირებული ხე-მასალაა. შესაბამისად, ადგილობრივი ბაზრიდან ვგეგმავთ მასალების მოძიებას,“- აცხადებს ნოზაძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში მცირე ბიზნესისთვის არასასურველი გარემოა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსგან ერთადერთი დახმარების რესურსი - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამაა.

ინფორმაციისთვის, Lampino ორიგინალური სანათების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები