სამწლიან საბაკალავრო პროგრამებთან ერთად, მთავრობა ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების დაშვებას განიხილავს. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2024 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის სავარაუდო სქემა გადაუგზავნა, რომლის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს.