„2017 წელს 13%-ით გაიზარდა კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატზე, ხოლო 25%-ით უმაღლესი სასწავლებლის პროფესიულ პროგრამებზე. ამის საპირისპიროდ, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 20%-ით შემცირდა კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა დანარჩენ პროფესიულ პროგრამებზე და ეს მანჩვენებელი დღემდე მცირდება აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე იზრდება კურსდამთავრებულ მაგისტრანტთა რიცხვი“ - კვლევა პოლიტიკის და მართვის კონასლტინგ ჯგუფმა (PMCG) ჩაატარა და უმაღლესი და პროფესიული განათლების ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, 2013 წლიდან დღემდე იზრდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ მაგისტრანტთა რაოდენობა. 2017 წელს მაგისტრანტთა რაოდენობა 2.2-ჯერ აღემატება 2013 წლის იგივე მაჩვენებელს. იმავე პერიოდში 1.2-ჯერ გაიზარდა დოქტორანტთა რიცხვი, ხოლო 0.9-ჯერ შემცირდა ბაკალავრების რიცხვი. "მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2016 წელს, როდესაც წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებულ მაგისტრანტთა რიცხვი 33%-ით
გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა კერძო უნივერსიტეტებში კურსდამთავრებულ მაგისტრანტთა რაოდენობის ზრდამ" - ნათქვამია ეკონომიკური მიმოხილვის დოკუმენტში.

























