მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაგნიტი“ სამაშველო სამუშაოებში ჩართულ მოხალისეებს პირველადი საჭიროების პროდუქტით ეხმარება

სტიქია

„მაგნიტი“ სამაშველო სამუშაოებში ჩართულ მოხალისეებს პირველადი საჭიროების პროდუქტით ეხმარება - აღნიშნულის შესახებ კომპანიამ Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა.

„მაგნიტი“ მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა დაკარგული უვნებელი დაბრუნდება.

მსგავსი ტრაგედიის დროს მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა და ვუცხადებთ ჩვენს თანადგომას დაზარალებულებსა და სამძებრო/სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ადამიანებს.

ამბროლაურში მდებარე „მაგნიტის“ მაღაზიიდან გაიგზავნა პირველადი საჭიროების პროდუქტები და მზად ვართ კვლავ ვიყოთ ჩართული ამ პროცესში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც BM.GE-სთან „მაგნიტის“ გენერალურმა დირექტორმა შალვა ჩოჩელმა აღნიშნა, დახმარების ინიციატივა თავად კომპანიას ეკუთვნოდა და ადგილზე შექმნილ მოხალისეების ჯგუფს პირველადი პროდუქტის საჭიროება ჰქონდა.

„დღეს ამბროლაურის „მაგნიტის“ ფილიალიდან საინიციატივო ჯგუფს ერთი მანქანით გავუგზავნეთ პროდუქტები და ეს დახმარება მანამდე გაგრძელდება, სანამ მათ პროდუქტების საჭიროება ექნებათ“, - აღნიშნა "მაგნიტის" გენერალურმა დირექტორმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები