დაწინაურება, ღირსების ორდენი, შესაძლო ფინანსური ზარალის კომპენსირება გადასახადების გადამხდელების ფულით ბიუჯეტიდან-ქართული ოცნების პასუხი აშშ-ს სანქციებს.ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებები პასუხია deep state-ისთვის, რომელიც საქართველოს მიმართ უსამართლოდ მოქმედებს. სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მაღალჩინოსნებს ეხებათ, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ე.წ მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. აშშ-ის მიერ შემოღებული კანონი სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს. რას ნიშნავს მაგნიტსკის სია, რა კრიტერიუმებით ხვდებიან ამ სიაში და რა რისკები შეიძლება შეექმნას სანქციების მორიგი ტალღით საქართველოს საბანკო სექტორს და საინვესტიციო კლიმატს?