მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაგნიტსკის სია, რუსეთ-უკრაინის ომის და ჩრდ. კორეის სანქციები - ვინ რისთვის დაასანქცირა აშშ-მა საქართველოში

აშშ-ს ხაზინა

აშშ-ის ხაზინამ გასულ კვირაში სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სიაში საქართველოდან 5 პირი შეიიყვანა, აქედან 4-ის სანქცირება მოხდა გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში, ერთი პირის სანქცირება კი მოხდა ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერის სანქციების პაკეტის ფარგლებში, რადგანაც აშშ-ის ხაზინის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის MRB ბანკი ჩრდილოეთ კორეის სასარგებლოდ მილიონობით დოლარის გადარიცხვებს ახორციელებდა.

აშშ-ის ხაზინის ბლოკირებულ პირთა SDN სიაში საქართველოდან სულ 11 იურიდიული და ფიზიკური პირი არიის შეყვანილი. აქედან 3 პირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობს, მათ შორის 2 ჩრდილოეთ კორეის სასარგებლოდ, ერთი კი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსირების ფინანსური მხარდაჭერისთვის საქმიანობდა.

2023 წლის სექტემბერში აშშ-მა საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერების ხელშეწყობისთვის, ასევე რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირებისთვის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირება მოახდინა. OFAC-ის SDN სიის თანახმად, ამჟამად ოთარ ფარცხალაძე უკვე ოფიციალურად ფლობს გვარს - რომანოვ-ფარცხალაძეს.

2022 წლის თებერვალში აშშ-მა სანქცირებული პირების სიაში შეიიყვანა რუსეთის სახელმწიფო ბანკის VTB-ის ქართული შვილობილი. 2018 წლის იანვარში კი სიაში შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოღვაწე პირები, რომელთაგან ერთი ჩრდილოეთ კორეისთვის ხელშემწყობი საქმიანობის, მეორე კი დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაციის ფინანსურად ხელშემწყობი საქმიანობით იყო დაკავებული.

საქართველოდან OFAC-ის სიაში ყველაზე დიდი ხნის წინ - 2002 წელს, შევიდა ორი ორგანიზაცია, რომელიც აშშ-ის შეფასებით გლობალური ტერორიზმის დაფინანსება/ხელშეწყობასთან იყო დაკავშირებული.

OFAC-ის სიაში არსებული იურიდიული და ფიზიკური პირები საქართველოდან:

სახელი მისამართი კატეგორია პროგრამა სანქცირების თარიღი
MRB BANK Tskhinval, Stalin Street 20 იურიდიული პირი DPRK3 ჩრდილოეთ კორეის სანქციების პაკეტი3 19.09.2024
KHARAZISHVILI, Zviad Tbilisi, Micro District III; Gldani Bldg 68; Apt. 71 ფიზიკური პირი GLOMAG გლობალური მაგნიტსკის აქტი 16.09.2024
LAGAZAURI, Mileri 19 MR Building 4; Apt 12 ფიზიკური პირი GLOMAG გლობალური მაგნიტსკის აქტი 16.09.2024
MAKHARADZE, Zurab ფიზიკური პირი GLOMAG გლობალური მაგნიტსკის აქტი 16.09.2024
MORGOSHIA, Konstantine Tbilisi, 2 Build, Apt 14; 2nd Plateau Nutsubidze ფიზიკური პირი GLOMAG გლობალური მაგნიტსკის აქტი 16.09.2024
ROMANOV PARTSKHALADZE, Otar Anzorovich ფიზიკური პირი RUSSIA-EO14024 რუსეთის მავნე საგარეო ქმედებების შეზღუდვა 14.09.2023
VTB BANK GEORGIA JOINT STOCK COMPANY Tbilisi, 14, G. Chanturia Street იურიდიული პირი RUSSIA-EO14024; UKRAINE-EO13662 რუსეთის მავნე საგარეო ქმედებების შეზღუდვა და რუსეთ-უკრაინის სანქციები 24.02.2022
PAK, Tong Sok ფიზიკური პირი DPRK2 ჩრდილოეთ კორეის სანქციების პაკეტი2 24.01.2018
ZAO VNESHTORGSERVIS Tskhinval, 1 Geroyev Street იურიდიული პირი UKRAINE-EO13660 უკრაინასთან დაკავშირებული სანქციები 26.01.2018
GLOBAL RELIEF FOUNDATION, INC. იურიდიული პირი SDGT გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა 18.10.2002
BENEVOLENCE INTERNATIONAL FOUNDATION იურიდიული პირი SDGT გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა 19.11.2002

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები