"მაგთი" არაკორპორატიული აბონენტებისთვის მობილურ ინტერნეტს აღარ გააძვირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა აცნობა. "ჩემი ინფორმაციით ტარიფი აღარ გაძვირდება" - განაცხადა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ მობილურ ინტერნეტზე გაზრდილი ტარიფი ძალაში 18 იანვარს უნდა შესულიყო, თუმცა ამ პროცესის 1 მარტამდე გადავადება კომპანიას მარეგულირებელმა კომისიამ სთხოვა. უფრო ადრინდელ განცხადებაში, მარეგულირებელმა კომისიამ "მაგთის" ამ სურვილს, "საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს გაცილებული“ უწოდა. მოგვიანებით, ტარიფების ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდა, რის მოტივადაც საკითხის შესწავლა სახელდებოდა. დღეს კი ირკვევა, რომ მაგთიმ მობილური ინტერნეტის გაძვირებას საერთოდ აღარ აპირებს.

























