მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაგთი VS მარეგულირებელი - დაეკისრება თუ არა „მაგთიკომს“ ახალი ვალდებულებები;

"მაგთის" შესაძლოა ფიქსირებულ ინტერნეტზე კონკურენტების დაშვების ვალდებულება დაეკისროს. კომუნიკაციების კომისიის მიერ დღეს წარდგენილი კვლევა მიუთითებს, რომ ქვეყნის უმეტეს დასახლებულ პუნქტებში ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი არაკონკურენტულია. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორებისთვის ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეს, "მაგთის" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსი უნდა მიენიჭოს და ამ სტატუსთან ერთად ახალი ვალდებულებები დაუწესდეს, მათ შორის სხვა კომპანიები საკუთარ უნდა დაუშვას. თავად მაგთიკომი მიიჩნევს, რომ კვლევა არასწორადაა ჩატარებული, ხოლო შერჩეული ვალდებულებები უკიდურესად მძიმე. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები კონკრეტულად მაგთიკომის წინააღმდეგაა მიმართული. რა არგუმენტები აქვთ კომუნიკაციების კომისიას და მაგთიკომს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები